თელავის ისტორიული მუზეუმის კოლექცია: XIX-XX საუკუნის ღვინოები, მედლები

თელავის ისტორიული მუზეუმი, ფეისბუქგვერდზე, ისტორიის ახალი და უახლესი პერიოდის კოლექციას წარმოადგენს,სადაც დაახლოებით 12 ათასამდე ნივთია. მათ შორისაა: კახეთის ტერიტორიაზე არსებული ღვინის ქარხნების პროდუქცია და მათ მიერ საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული მედლები (XIX-XX საუკუნე).

„საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა – აქ წარმოიშვა ყურძნის პირველი კულტურული სახეობები.

კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია.

კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ.წ.აღ. VI ათასწლეულიდან იწყება, არქეოლოგების მიეს აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო – ვაზის სამშობლოა.
მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა – „ღვინო: („vin“, „wine”, „vine” და სხვა) ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

ვაზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება. ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.
ქართულ ეკლესია – მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები.ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება“, – აღნიშნულია თელავის ისტორიული მუზეუმის გვერდზე.

იხილეთ: თელავის ისტორიული მუზეუმი / Telavi History Museum

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები