ჩაის სახლის ბაღში კინოჩვენებების სერია გრძელდება

კინოჩვენენებების სერია ჩაის სახლში გრძელდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მომდევნო კვირის თემატიკა მოგზაურობა და თანამდევი თავგადასავლები იქნება.
„მოგზაურობა ალბათ ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი ჰობია. აეროპორტში ლოდინი, კაბინის ისტორიები, ახალი კულტურის გაცნობა და რაც მთავარია, უამრავი მოულოდნელი თავგადასავალი, რომელმაც შეიძლება იმ დროს იჩინოს თავი, როდესაც საერთოდ არ ელოდებით. ჩაუჯექით თქვენს მეგობრებთან ერთად 5 ყველაზე საინტერესო მოგზაურობის ისტორიას“.

29.06 – „უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება“ / THE SECRET LIFE OF WALTER MITTY
ჟურნალ “LIFE”ს ფოტომენეჯერი უცნაური ადამიანი, ის მუდმივად ოცნებაშია და ხშირად რეალობის აღქმა უჭირს. ერთხელაც ის მიემგზავრება დაკარგული ნეგატივის საპოვნელად.

30.06 – „მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით“ / THE DARJEELING LIMITED
სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა, რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.

01.07- „შუაღამე პარიზში“ / MIDNIGHT IN PARIS
რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა.

02.07- „ველურ გარემოში“ / INTO THE WILD
დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. 1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. საკუთარ დანაზოგს 24 000 დოლარის ოდენობით მთლიანად ქველმოქვედებაში ხარჯავს და თავად უდაბურ ადგილას საცხოვრებლად, ავტოსტოპით ალიასკაზე მიემგზავრება. გზად კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან.

03.07- „რომაული არდადეგები“ / ROMAN HOLIDAY
განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან, ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ, გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ.

მის: ჩაის სახლის ბაღი, ჭავჭავაძის გამზ. №1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები