ონლაინშეხვედრები თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

29 ივნისს,18:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფეისბუქგვერდზე მსახიობ ნანუკა ლითანიშვილთან  ონლაინშეხვედრა გაიმართება. 

„ძვირფასო მაყურებლებო, შეხვედრა იქნება ინტერაქტიული! ონლაინრეჟიმში შეგეძლებათ კითხვა დაუსვათ მსახიობს და მასთან ერთად იმსჯელოთ როგორც მის როლებზე, ასევე თუმანიშვილის თეატრის აწმყოზე /თუ ვინმეს აინტერესებს, წარსულზეც/ და რაც მთავარია, მომავალზე. იმედია, ერთად გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს და მალე შევხვდებით ჩვენს პატარა, ლამაზ და განსაკუთრებულ თეატრში“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები