სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25 ათასს აჭარბებს

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 25 127 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში 7 პაციენტი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი 433 მიაღწია.

ასევე, აღინიშნება, რომ ვირუსის დამარცხება სულ 13297-მა პირმა შეძლო, 11 254 მკურნალობას განაგრძობს.

სომხეთში 13 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები