ჩინეთის ქალაქში კორონავირუსის მეორე ტალღაა – შესვლა და გასვლა აკრძალულია
ჩინეთის ქალაქ ბაოძინში, რომელიც პეკინიდან 140 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღაა.
ქალაქში შესვლა და გასვლა აკრძალულია, მისი მოსახლეობა 11 მილიონს ითვლის. ტარდება მასობრივი დეზინფიცირება, ადგილობრივებს ტესტირება მასობრივად უტარდებათ.
ვარაუდობენ, რომ ქალაქში ვირუსი პეკინიდან შევიდა.
რაც შეეხება ჩინეთს – აქ გასულ დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 12 ახალი შემთხვევა და ვირუსის 6 უსიმპტომო მატარებელი გამოვლინდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაწერეს.
აღინიშნება, რომ 12 ახალი შემთხვევიდან 7 ლოკალურია, ხოლო 5 – იმპორტირებული.