Compendium of Cultural Policies & Trends – ანგარიში საქართველოში კულტურის პოლიტიკის შესახებ

ევროპის საბჭოს მიერ დაარსებულმა ასოციაციამ – Compendium of Cultural Policies & Trends-მა საქართველოში კულტურის მიმართულებით დაწესებულებების გახსნის სქემა და პოსტკრიზისული პერიოდის ძირითადი რეგულაციები საკუთარ ანგარიშში ასახა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „კომპენდიუმის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ წერს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელმაც პანდემიის პერიოდში ერთერთმა პირველმა დაიწყო კულტურის ორგანიზაციების ეტაპობრივი გახსნა და პოსტკრიზისული პერიოდის ძირითადი რეგულაციები შეიმუშავა.

ასოციაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 20 ივნისიდან საქართველოში ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებელთათვის ეტაპობრივად იხსნება. პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ივლისიდან შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებების ეტაპობრივი აღდგენა იგეგმება.

Compendium of Cultural Policies and Trends in Europe ევროსაბჭოს კულტურის მმართველი კომიტეტის ინიციატივით დაარსდა და წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციისა და მონიტორინგის ევროპულ პლატფორმას, რომელიც ცდილობს კულტურის პოლიტიკის სტანდარტების შექმნასა და განახლებას, ცოდნის, სტატისტიკის, შედარებითი ანალიზისა და რესურსების მობილიზების უზრუნველყოფის გზით.

ევროპის საბჭო პლატფორმაზე Compendium of Cultural Policies & Trends პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას თითოეული ქვეყნის კულტურის პოლიტიკის შესახებ.

 წყარო იხილეთ ბმულზე: https://www.culturalpolicies.net/covid-19/country-reports/georgia/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები