თურქეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა

თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ს კიდევ 15 პირი ემსხვერპლა, სულ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დაავადებას ​5 082 პაციენტი ემსხვერპლა.

ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ დაწერა.

მისივე ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსის 1 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ჯამურად, 197 239 ინფიცირებულია.

გარდა ამისა, კლინიკებიდან სულ 170 595 პაციენტია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები