კალიფორნიაში კორონავირუსის გამო ბარებს ისევ დაკეტავენ
კალიფორნიის შტატის ხელმძღვანელობამ COVID-19-ის ახალი აფეთქების გამო ბარების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა დაწერა.
მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება ტეხასსა და ფლორიდაში იქნა მიღებული, სადაც ასევე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.
ნიუსომის თქმით, ბარები რიგ ოლქში დაიკეტება, მათ შორის, ლო ანეჯელსში, სანტა ბარნარასა და საკრამენტოში.
გასულ კვირას აშშ-ის რამდენიმე შტატში კორონავირუსის მკვეთრი მატება ფიქსირდებოდა.
რაც შეეხება აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას – 29 ივლისის მდგომარეობით, აქ 2 548 996 ინფიცირებულია, 125 803 გარდაცვლილი და 685 164 გამოჯანმრთელებულია.