ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაით 0.0005 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.0556 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0551 ღირდა.
0.0051 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4317 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4266 ლარი იყო.