სამელიორაციო შეღავათით ფერმერებს 500 ათას ლარზე მეტი დაეზოგათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან 1 973 აბონენტი გათავისუფლდა, ბენეფიციართა დანაზოგმა კი 555 225 ლარი შეადგინა.
როგორც ცნობილია, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.