ტურიზმის ადმინისტრაცია: 291-მა სასტუმრომ შემოწმება ვერ გაიარა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით,1331 სასტუმროდან 291-მა შემოწმება ვერ გაიარა.

„ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1675 სასტუმრო.
შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა.
ის განთავსების ობიექტები, რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ COVID-19-თან დაკავშირებული გეგმური ინსპექტირებისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სრულიად უსასყიდლოდ სატრენინგო კურსს გაივლიან. ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები