დავით სონღულაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაცია ღრმავდება და ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი პრემიერმინისტრისგან დაინტერესდა, თუ რა გეგმები არსებობს იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა ევროპულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია განათავსონ.
„საქართველოს ევროინტეგრაცია ღრმავდება და ხვალინდელი დღე სწორედ ეს მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისა. მინდა, აღვნიშნო, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესია და, ამასთანავე, საქართველოს ევროპასთან ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, როგორიც ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა. რა სტრატეგია არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ ეს ხელშეკრულება სრულად იყოს გამოყენებული და მოხდეს მათი ევროპის ბაზარზე შესვლა?”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია დღეს პარლამენტში 2019 წლის წლიური ანგარიშით წარდგა.