ხელოვანი სოფი მაჭავარიანი ტყიბულის N1 და N3 საბავშვო ბაგა-ბაღებს სტუმრობდა

საგანმანათლებლო ცენტრ  „სამოს” დამფუძნებელი სოფი მაჭავარიანი ტყიბულის N1 და №3 საბავშვო ბაგა-ბაღებში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. ხელოვანი პატარა აღსაზრდელების წინაშე, პედაგოგებთან ერთად, სენსო-მოტორიკული აქტივობით წარდგა.
„15 წლის წინ საბერძნეთში, ათენში, ვახტანგ VI-ს სახელობის სკოლაში, ჩავატარე პირველი გაკვეთილი… დღეს კი განათლების სფერო ჩემი ყოველდღიურობაა! არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც პატარების გაბრწყინებულ თვალებს ხედავ, როდესაც რაღაცას ასწავლი, უზიარებ და ისინიც დიდი ინტერესით, სიყვარულით იღებენ შენგან”, – ამბობს სოფი.
პატარა აღსაზრდელებს ხელოვანმა ჯგუფის პედაგოგებთან ერთან შემეცნებითი,  მხიარული აქტივობა შესთავაზა, რომელიც „ყოჩაღების“ ცეკვითა და სიმღერით დასრულდა.
ხელოვანმა და პოეტმა ბაღის ბიბლიოთეკას სამსახსოვროდ საკუთარი წიგნი გადასცა და ნაყოფიერი სააღმზრდელო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა. გამოითქვა მომავალში თანამშრომლობის მზაობა.
„დიდი მადლობა ტყიბულის პირველ საბავშვო ბაგა-ბაღს, გულთბილი მასპინძლობისა და დაუვიწყარი, ზღვა ემოციისათვის, რომელიც გამომატანეთ…. მადლობა და ბედნიერი ზაფხული საუკეთესო ბაღი, საუკეთესო ადმინისტრაცია, საუკეთესო პედაგოგები და უნიჭიერესი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა! მიხარია, რომ დავმეგობრდით, წინ კიდევ დიდი მომავალი გვაქვს“, – წერს სოფი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები