„წმინდა ნინოს ჯვარი“ – ქრისტიანული პოეზიის XV ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

28 ივნისს მწერალთა სახლში ჩატარდა ქრისტიანული პოეზიის XV ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“.
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ფესტივალის მთავარი პრიზით – „წმინდა ნინოს ჯვარი“ დააჯილდოვა ჯემალ ინჯია.

ფესტივალის ჟიურიმ (ზაალ ბოტკოველი (თავმჯდომარე), ვანო ჩხიკვაძე, გივი ჩიღვინაძე, აკაკი დაუშვილი) ფესტივალის მთავარი პრიზით – „წმინდა ნინოს ჯვარი“ დააჯილდოვა:
მირანდა ერისთავი, ქეთევან ნათელაძე, თამაზ ბარჯაძე.
ფესტივალის პრიზით – „წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი“ დააჯილდოვა: დალი მაზმიშვილი, ელდარ ჭიჭიაშვილი, გიორგი გობეჯიშვილი, სოფიო ღლონტი, ციური მესხიშვილი, მაკა გელაშვილი.
ფესტივალის პრიზით – „წმინდა ნინოს ჯვრის მედალი“ დააჯილდოვა: მედეა რატიანი, ბადრი სულაძე, მაკა აბულაძე, იამზე არველაძე-ხეცურიანი, თამარ შაიშმელაშვილი, მაია ქარსაულიძე.
ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“ იმართება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები