ვარლამ ლიპარტელიანი – ეთერ ლიპარტელიანზე: ეთომ დაარღვია ყველა სტერეოტიპი, მაგალითი გახდა ადამიანებისთვის
“სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი, მაგრამ ლიპარტელიანი მაინც გვყავს მსოფლიო ჩემპიონი”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ვეტერანმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ეთერ ლიპარტელიანზე საუბრისას განუცხადა.
„ეთოს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა იმის, რომ ჯერ მე მიმეღწია ამ წარმატებისთვის, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა და იძახდა, რომ ჯერ შენ უნდა გახდე და მერე მეო. სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი, მაგრამ ლიპარტელიანი მაინც გვყავს მსოფლიო ჩემპიონი.
დარწმუნებული ვარ, ის ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება. ეთომ დაარღვია ყველა სტერეოტიპი. მაგალითი გახდა ადამიანებისთვის“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.