კომპოზიტორი ლევან თაქთაქიშვილი გარდაიცვალა
76 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი ლევან თაქთაქიშვილი. ინფორმაციას საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი ავრცელებს.
ლევან თაქთაქიშვილი დაიბადა 1949 წლის 15 აპრილს. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის სპეციალობით ანდრია ბალანჩივაძის კლასში.
მუშაობდა გორის მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ – რუსთავის № 3 სამუსიკო სკოლაში. 1981-1984 წლებში რუსთავის თოჯინების თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგეა; 1984 წლიდან კი თბილისის №26 მუსიკალური სკოლის პედაგოგი იყო.
.2007 წელს მუშაობდა რეგენტად სამების საკათედრო ტაძარში.