რომან კაკულია პრემიერს: ყველა ობიექტური შემფასებელი თანხმდება, რომ თქვენ კარგად გაართვით თავი პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს

„ყველა ობიექტური შემფასებელი თანხმდება, რომ თქვენ კარგად გაართვით თავი პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვდგავართ ეკონომიკის გამოწვევების წინაშე”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი პრემიერმინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მისივე თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღეს ქვეყანაში არის მზარდი ფასები, შემცირებადი შემოსავლები და, ამავე დროს, მთელს მსოფლიოში დაანონსებულია უმუშევრობის ტენდენცია. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვით მიმართა პრემიერმინისტრს – ხომ არ იგეგმება უმუშევრებისთვის სოციალური დაცვის არსებული სისტემის გადახედვა იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო მომზადებული დახვდეს ამ გამოწვევას სამომავლოდ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები