როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდი – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირველ ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

“1-ელ ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 26-27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის  ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება. 28 ივნისს, დღისით შედარებით გამოიდარებს, 1-ელ ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 26-28 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და პირველ ივლისამდე მცირე წვიმა შესაძლოა, მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები