ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
უწყება მკვეთრ მატებას აფიქსირებს სდოდსა და ნათ-იამაში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანაპიროებზე გასვლა და 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა.
25 ივნისს ისრაელში ინფიცირების 668 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 47 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 29 ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.
ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მთავრობა შემზღუდავ ზომებს მიმართავს,
ბათ-იამაში მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებისთვის სკოლებში სწავლა შეჩერდა, 10 ადამიანზე მეტი შეკრება და ქორწილებში სტუმრების რაოდენობა შეიზღუდა.
აშოდში, სადაც ერთ დღეში 200 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, ასევე აკრძალულია 10 ადამიანზე მეტი შეკრება.
მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ სხვა რეგიონებში ვიზიტისგან და ნათესავების მონახულებისგან.
ისრაელში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების სულ 22, 4 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, 309 პაციენტი გარდაიცვალა და 16 ათასი განიკურნა.