მედალიონი ქრისტეს გამოსახულებით

„საყდრისის კომიტეტი“ აგრძელებს პროექტს –  – „ქართული კოლექციები უცხოეთში“ და ამჯერად “ფეისბუქგვერდზე”  წარმოადგენს მედალიონს ქრისტეს გამოსახულებით.
„ქრისტეს მედალიონი არის ერთერთი იმ თორმეტ მედალიონს შორის, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზის ხატს ამკობდა. მედალიონები ბიზანტიის იმპერიიდან საქართველოში საჩუქრად გამოგზავნეს, ის 1100 წლით თარიღდება და კონსტანტინოპოლშია შექმნილი.
ოქროს მედალიონების ერთობა – ოქრო, ვეცხლისა, კლუაზონეში დამუშავებული ემალისგან შედგება (კლუაზონე – ინგლ. Cloison – განცალკევება – მომინანქრებული კერამიკის ან ლითონის ნაკეთობა დამშვენებული რთული მოხატულობით, სადაც სხვადასხვა ფერის ნაწილები გამოყოფილია ერთმანეთისგან საფუძველზე მიმაგრებული სპილენძის მავთულით).
1917 წელს ეს ძვირფასი ექსპონატი ამერიკელმა ფინანსისტმა, ბანკირმა და კოლექციონერმა, ჯონ პირპონტ მორგანმა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს (ნიუ იორკი) გადასცა, თუმცა არავინ იცის, როგორ მოხვდა საქართველოსთვის განკუთვნილი საჩუქარი ცნობილი ბანკირის კოლექციაში“, – აღნიშნულია „საყდრისის კომიტეტის“ “ფეისბუქგვერდზე”.

წყარო – „მეტროპოლიტენ მუზეუმი“ (ნიუ იორკი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები