ბილ გეიტსი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, არაეფექტური აღმოჩნდეს

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, როგორც ვირუსის გავრცელების ბარიერი, შესაძლოა, არაეფექტური აღმოჩნდეს, – იტყობინება CNN-ი.

მისი თქმით, ვაქცინის შექმნისას მეცნიერები ორ ფაქტორს ეყრდნობიან – დაავადების არიდება და ადამიანისგან სხვა პირებზე გადაცემის პრევენცია.

გეიტსის თქმით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვაქცინა ინფექციის გადაცემის ბლოკირების იდეალური ეფექტის მქონე გახდეს.

ამასთან, მან მაღალი შეფასება მისცა ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხის ეფექტურობას. მისი აზრით, გამომუშავებული იმუნიტეტი, სულ მცირე, ერთი წლით იცავს ადამიანს განმეორებითი ინფიცირების რისკისგან.

გარდა ამისა, Microsoft-ის დამფუძნებელმა აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის პროგნოზი გაიზიარა, რომლის მიხედვით, ვაქცინა შესაძლოა, იყოს მზად ან წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები