საქველმოქმედო საღამო ღია ცის ქვეშ

4 ივლისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გაყიდვიდან შესული თანხა მთლიანად გადაერიცხებათ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: მუსიკოსები, პოეტები და სხვა საინტერესო ხელოვანები.

მუსიკოსები:
მუსიკალური დუოს Healer Twins-ის წარმომადგენელი – თეა შენგელაია და კახა გვალია (პოეტი); გია ნიკოლაძე;  პანჩო ლევან მგალობლიშვილი; გია თოიძე;  ქრისთოფერ მენინგი (ამერიკელი/ადგილობრივი მუსიკოსი);  გურამ ლალიაშვილი  და სხვები..

პოეტები:  საშა გველესიანი,  ნინო ალადაშვილი, გაგა გომართელი,  კახა შალამბერიძე, დათო გაბისკირია, ქეთე ვანი, ბექა რამიშვილი,  დოროთეა,  კახა გვალია.

მხატვარი  – ტარიელ სოზიაშვილი (ლაივ დახატვა- სინთეზური არტი).

მისამართი: ვაკის პარკი აბაშიძის შესასვლელიდან მარცხნივ.

ილუსტრაცია: ანა გოდეასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები