ტრამპი: რუსეთთან ბევრად მარტივია საქმის დაჭერა, ვიდრე – დემოკრატებთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ დემოკრატებს უწოდა “ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე რთულია საქმის დაჭერა” რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთთან შედარებით.
ვისკონსინის შტატში გამოსვლის დროს ტრამპმა გაიხსენა, თუ როგორ ჰკითხა მას ერთერთმა მეგობარმა: “რომელ ქვეყანასთან არის ყველაზე რთული საქმის დაჭერა? ჩინეთთან? ან შეიძლება რუსეთთან? ან ჩრდილოეთ კორეასთან?”
“არა, ვუთხარი მას, ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე რთულია საქმის დაჭერა, შეერთებული შტატების დემოკრატებია. ისინი ნაკლებ გონიერები და, სინამდვილეში, ცოტათი გიჟები არიან”, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, დემოკრატებს არასდროს სურთ არმიისთვის ფულის გამოყოფა – “ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადავიტანე ამ ხალხის ხელში”.