ზახაროვა: საქართველო დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებს და ბორდერიზაციასთან დაკავშირებით სოხუმსა და ცხინვალთან დიალოგზე უარს ამბობს

“რუსეთი თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო შეშფოთებას გამოთქვამს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო “სოხუმსა და ცხინვალთან” კონსტრუქციულ დიალოგზე უარს ამბობს.

ზახაროვას თქმით, ოფიციალური თბილისი კორონავირუსის გავრცელების თემის პოლიტიზირებას ცდილობს.

“თბილისის მხრიდან გრძელდება კროონავირუსული ინფექციის გავრცელების თემის პოლიტიზირება და ამ ფონზე შეუძლებელია, წუხილს არ იწვევდეს საქართველოს ხელმძღვანლობის კონსტრუქციულ დიალოგზე უარის თქმა სოხუმსა და ცხინვალთან მიმდინარე პრობლემებზე, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ბორდერიზაციის საკითხზე.

რუსეთისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პოზიციები ემთხვევა, რაც მაქსიმალურად სრული და ქმედითი დიალოგის არხების მხარდაჭერას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის რთული სამუშაოს გაგრძელება მხარეების სტიმულირების მიზნით, გამოავლინონ თავშეკავება, ეძებონ პოზიციების კომპრომისული ურთიერთგაცვლა ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის. გამოითქვა მზადყოფნა, აუცილებლობის შემთხვევაში, კონტაქტები გაგრძელდეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმით”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები