სომხეთში კორონავიუსით ინფიცირებულ ტაქსის მძღოლს მგზავრები გადაჰყავდა

სომხეთის ქალაქ აბივიანში ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და მგზავრები გადაჰყავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, უწყებაში მოქალაქემ დარეკა, რომელმაც გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ მამაკაცს კოლეგები, შეეწყვიტა მუშაობა, რადგან მას კორონავირუსი აქვს და ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

იმაზე დღეს სამართალდამცველებმა მამაკაცი სტაციონარში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ ტაქსის მძღოლმა კორონავირუსზე ტესტი 20 ივნისს ჩააბარა და 23-ში მას დადებითი პასუხის შესახებ აცნობეს. მამაკაცსა და მის ოჯახს იზოლაციის დაცვა ურჩიეს, თუმცა მან რეკომენდაცია უგულებელყო.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები