ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი „გვირაბი“ მონტენეგროში საუკეთესოდ აღიარეს და დააჯილდოვეს

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა საერთაშორისო კინოფესტივალზე – Underhill Fest. ფესტივალი ყოველწლიურად მონტენეგროში იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად ითვლება.  ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა  ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

„გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს გაიმართა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები