ბანკებმა მაისში 25 მილიონით ნაკლები სესხი გასცეს
საბანკო სექტორმა მაისში, წინა თვესთან შედარებით, სესხების გაცემა 25.40 მლნ ლარით (0.07%-ით) შეამცირა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 28.85 მლნ ლარით (0.20%-ით) შემცირდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.45 მლნ ლარით (0.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.20%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.30%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 12.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.45%-ით მეტი) მოცულობის სესხი.