რა საინვესტიციო უპირატესობები აქვს საქართველოს

2.3 მლრდ მომხმარებლის ბაზრებზე წვდომა საბაჟო გადასახადის გარეშე, დაბალი გადასახადები, კომუნალური და სამუშაო ძალის დაბალი ხარჯები, კორუფციის დაბალი დონე, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, სტრატეგიული მდებარეობა – საინვესტიციო აქტივების მმართველი კომპანია „გალტ & თაგარტის ” შეფასებით, ეს ის უპირატესობებია, რაც საქართველოს პოტენციური ინვესტორებისათვის საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.

როგორც „გალტ & თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვთ ტექსტილის, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოებას, ბიზნესპროცესების აუთსორინგს, მედიკამენტებისა და ქიმიურ წარმოებას, ასევე, ელექტრონული პროდუქციისა და ავტონაწილების წარმოებას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველო საჭიროებს საინვესტიციო სტრატეგიის განახლებას. ამისთვის კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, აუცილებელია წარმატებული ქვეყნების საინვესტიციო სტრატეგიების შესწავლა, პერსპექტიული სექტორებისა და პოტენციური ინვესტორი ქვეყნების, ასევე, პოტენციური ინვესტორი კომპანიების იდენტიფიკაცია, სექტორებზე მორგებული საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება და აგრესიული საკომუნიკაციო სტრატეგიის დაწყება მსოფლიოს ინვესტორებთან.
რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც საინვესტიციო მიმზიდველობის ასამაღლებლად უნდა დაძლიოს – ექსპერტების შეფასებით, ეს არის საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები