საბანკო სექტორის აქტივები 0.67%-ით გაიზარდა

მაისში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 331.16 მლნ ლარით, ანუ 0.67%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.12%-ით).
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.13 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.37%-ია.

2020 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები