ადა მარშანია სალომე სამადაშვილს: თქვენ გაქვთ მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა, მაგრამ არავითარი მორალური და ზნეობრივი უფლება, ისაუბროთ ადამიანის უფლებებზე

“პოლიტიკური ხარაკირი უნდა გააკეთოთ თქვენ, დიდი ხანია. აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ, ქალბატონო, ვითომ ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა”,– ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

„აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ, ქალბატონო, ვითომ ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა, განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა, გამოსასვლელად ემზადებოდით ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად. ტელევიზიები დაგესეოდნენ და ამიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. გულწრფელ კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ არავითარი მორალური და ზნეობრივი უფლება არ გაქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბროთ და პოლიტპატიმრებზე საერთოდ ხმა არ გაქვთ ამოსაღები“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიას განცხადება მოჰყვა სალომე სამადაშვილის კითხვებს, რომლითაც მან სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა. კითხვები გიორგი რურუას საქმესა და 20 ივნისის მოვლენებს ეხებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები