გაზის მთავარი მომწოდებლები საქართველოში – რამდენია აზერბაიჯანისა და რუსეთის წილი ბაზარზე

ბუნებრივი აირის 91,2% -ს საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს. 2020 წლის გაზის ბალანსის თანახმად, საქართველოში გაზის მოწოდების საპროგნოზო მოცულობა 2.562 მილიარდი კუბური მეტრია და აქედან 2.338 მილიარდი კუბურ მეტრი აზერბაიჯანული გაზი იქნება.

აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ საქართველოს 1.453 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან ქვეყანა 884.298 მილიონ კუბურ მეტრს გაზს მიმიღებს.

200 მილიონი კუბური მეტრი აირის მიღებაა გათვალისწინებული რუსეთიდან (7.8 პროცენტი).
2020 წელს ე.წ. სოციალური გაზის საპროგნოზო მოცულობა 1.679 მილიარდი კუბური მეტრია, მათ შორის, მოსახლეობის მოხმარება 1.088 მილიარდ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურების კი 590.703 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. კომერციული სექტორის საპროგნოზო მოხმარება 853.036 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები