ქეთი მელუას საქველმოქმედო კონცერტი – “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” მხარდასაჭერად

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი, ქეთი მელუა “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების”  მხარდასაჭერად Youtube-ზე საქველმოქმედო ონლაინკონცერტს გამართავს.
„გამოწვევებით სავსე პერიოდში ვცდილობდი, მომეფიქრებინა, როგორ დავხმარებოდი სხვებს, ამიტომ გადავწყვიტე, შევუერთდე “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას”, რომელიც მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ქვეყანაში COVID-19-ის კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა ქეთი მელუამ.

მსმენელებს დონაციის განხორციელება შეეძლებათ:

• სატელეფონო ზარით – 16 222 (მხოლოდ საქართველოდან)
• ვებგვერდის მეშვეობით – https://redcross.ge/ge/donate (როგორც საქართველოდან, ისე გლობალურად)

„COVID-19“-ით გამოწვეული კრიზისის დაწყებისთანავე, საქართველოს „წითელი ჯვარი“ აქტიურად მონაწილეობს მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. პანდემიის პირობებში საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებამ 80 000-მდე ამანათი დაარიგა და კვლავ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები