სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს პარლამენტში დღეს წარადგენს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს დღეს წარადგენს.
ნინო ლომჯარია 2019 წლის ანგარიშს კანონმდებლებს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე გააცნობს.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება. ანგარიშში ასევე საუბარია, როგორი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პენიტენციურ დაწესებულებებში.
სახალხო დამცველის ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიცია დაესწრება.