G&T: საქართველოს $ 850 მლნ-ის იმპორტის ჩანაცვლება შეუძლია

“საქართველოს აქვს პოტენციალი, სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგების ხელშეწყობით, დაახლოებით, 850 მლნ დოლარის იმპორტი ჩაანაცვლოს და, ასევე, ექსპორტის დივერსიფიცირება მოახდინოს”, – აღნიშნულია G&T-ის ანგარიშში.
G&T-ის ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და საკვების გადამუშავებებელი წარმოების გაზრდით საქართველოს 400-მილიონიანი იმპორტის ჩანაცვლება შეუძლია. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დამატებით 450 მილიონი დოლარის იმპორტის ჩანაცვლებაა შესაძლებელი კაბელების, არმატურის, პლასტმასის, საღებავების, ავეჯის, წყლის გამაცხელებლების, ლითონის მასალების, ხის მასალების, კერამიკის ნაწარმისა და ცემენტის კლინკერის წარმოებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები