პარიზში კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ ორი სკოლა დაიხურება
პარიზში კარანტინზე ორი სკოლა დაიხურება, სადაც კორონავირუსი გამოავლინეს. მოსწავლეებსა და პედაგოგებს თვითიზოლაციაში უშვებენ.
ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონულმა სააგენტომ მიიღო.
ერთერთი სკოლის დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ ვირუსი ერთ მასწავლებელსა და მოსწავლეს დაუდგინდა, მეორეს შემთხვევაში დაავადება მასწავლებელს დაუდასტურდა. პირველ სკოლაში 180 ბავშვი, ხოლო მეორეში 450 სწავლობს.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა 14-დღიანი კარანტინი უნდა დაიცვან, თუმცა მათ მშობლებს მსგავს მოთხოვნას არ უყენებენ.
მშობლების ნაწილი ასეთ მიდგომას “უცნაურს” უწოდებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ინფიცირებულები თავადაც შეიძლება, იყვნენ.
საფრანგეთში სწავლის განახლების პირველივე კვირას 50-ზე მეტი სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო დაიხურა.