ტექნოპარკში 500 Startups-ის შერჩეულ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ბიზნესაქსელერატორის, 500 Startups-ის აპლიკაციების მიღება დასრულდა. ჯამურად,  100-ზე მეტი განაცხადი საქართველოდან აშშ-დან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან და სხვა სახელმწიფოებიდან შევიდა.

საწყის ეტაპზე მომდევნო ეტაპზე 15 სტარტაპი გადავიდა, აქედან ცხრა სტარტაპი საქართველოდან არის (Cargon, CARU, CARDEAL, Phubber, Stack, LiveCaller, Tripcars, Influence Georgia, QuickCash AI), ხოლო დანარჩენი: ამერიკის შეერთებული შტატებიდან (Nextsale), სლოვაკეთიდან (Mandarin Solutions), უკრანიდან (FINMAP), არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან (Intrro), პოლონეთიდან (Raccoon.World) და ესტონეთიდან (WeGoTrip).

ბიზნესაქსელერატორის 500 Startups – ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, ვახტანგ ვახტანგიშვილი ტექნოპარკში შეხვდნენ. სტარტაპებმა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა.

500 Startups – ის აქსელერაციის შემდგომი ეტაპი – ონლაინ ,,ბუთქემფი“ 15 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე, მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში, აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა.

500 Startups მსოფლიოში ერთერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპაქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები