ელექტროენერგიის იმპორტი 28%-ით გაიზარდა

ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში 787 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით, 28%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.

რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯულ თანხას – საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან 31,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც 27,1 მლნ აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხობრივად ელექტროენერგიის იმპორტი 15%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები