“ამერიკის მთავრობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერას აგრძელებს”
“ამერიკის მთავრობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერას აგრძელებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სამსახურის სპეციალურ ქვედანაყოფს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადაეცა.
“ამერიკის მთავრობა აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მხარდაჭერას. ამჯერად, აღნიშნული სამსახურის სპეციალურ ქვედანაყოფს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვაში, გადავეცით მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა. ტექნოლოგიების გამოყენება დაეხმარება ქვედანაყოფს, აღმოაჩინოს და უპასუხოს ასაფეთქებელ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებს.
აღჭურვილობა ქვედანაყოფს გადასცა აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, რომელიც ქართველ პარტნიორებს ამავე აღჭურვილობის ეფექტურად გამოყენებისთვის სპეციალურ ტრენინგსაც ჩაუტარებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.