ხელოვნების სახელმძღვანელოს ონლაინწარდგენა
25 ივნისს, 15:00 საათზე, გამომცემლობა „დიოგენე“ ხელოვნების სახელმძღვანელოს წარდგენას მართავს.
სახელმძღვანელოს ავტორები:
ნანა კუნჭულია – იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი, ავტორი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გრიფირებული სახელმძღვანელოებისა პირველიდან მეათე კლასამდე. წლების განმავლობაში იყო თბილისის მასწავლებელთა გადამზადებისა და დახელოვნების ინსტიტუტის ტრენერი.
მაია მეხაშიშვილი – თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, ავტორი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გრიფირებული სახელმძღვანელოებისა პირველიდან მეათე კლასამდე.
ნინო მიქაბერიძე – სკოლა IGS -ის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი. ავტორი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გრიფირებული სახელმძღვანელოებისა პირველიდან მეათე კლასამდე.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: https://bit.ly/3hQDzdW