გარდაცვლილის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, თავის ქალა და ყური აქვს დაზიანებული.
ჯერჯერობით, უცნობია, ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა სიცოცხლეში მიიღო, თუ – გარდაცვალების შემდეგ.
დღეს მცხეთის პოლიციის განყოფილებაში იმ რაგბისტებს ელოდებიან, რომლებიც მეორედ გამოიკითხებიან.
არსებული ინფორმაციით, ორი სპორტსმენი ახლობლის ზარის შემდეგ ჯერ მცხეთაში ჩავიდა, შემდეგ კი თბილისისკენ მიმავალ გზაზე დაღუპულ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობარს გურამ ამირხანაშვილს მანქანა გაუჩერა. სპორტსმენების ადვოკატის თქმით, ისინი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ.
“ცალსახად აისახება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ, ბლაგვი ტრავმის სახით როგორც თავის, სახის, სხეულის სხვადასხვა არეში”, – აცხადებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” დირექტორი, ალექსანდრე გეჯაძე.
ოჯახის წევრები ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.
ცნობისთვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა და ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.