სადაზღვეო კომპანიებმა ავტომფლობელებს 19 მილიონზე მეტი აუნაზღაურეს

2020 წლის 3 თვის განმავლობაში 17 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 19,087,871 ლარი აუნაზღაურა.

როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული, ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული პრემიის მიხედვით პირველ ადგილს 5,822,840 ლარით სს „თიბისი დაზღვევა“ იკავებს, შემდეგ მოდის სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ 3,462,908 ლარით, მესამე ადგილზეა სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ – 3,203,558 ლარით, მეოთხეზე 1,267,980 ლარით სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა“, ხოლო მეხუთე ადგილზე სს „არდი დაზღვევაა“ 1,079,034 ლარით.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა.
ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 16,6 მილიონი ლარი შეადგინა.ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 3 თვის განმავლობაში დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 39,006 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები