გიორგი ვოლსკი: როდესაც ამბობ, რომ მხარს არ უჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, “ნაცმოძრაობის” თამაშს თამაშობ
„ვინც დღეს ამბობს, რომ მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ის “ნაციონალური მოძრაობის” თამაშს თამაშობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „პოსტივი”-ს ეთერში განაცხადა.
გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციის რიტორიკა მათი ცუდი საარჩევნო პერსპექტივით არის გამოწვეული.
“ჩემთვის აუხსნელია, მაგალითად, ერქვანიას პოზიცია. ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ამერიკელებთან გადაწყდა სადილზე და ამიტომ მხარს არ დაუჭერს მას. ნუთუ ეს მყარი მიზეზია იმისა, რომ “ნაციონალების” წისქვილზე დაასხა წყალი. სხვებზე არ ვლაპარაკობ, მესმის, რაც არის. როდესაც კვიციანი ამბობს, რომ მხარს იმიტომ არ უჭერს საარჩევნო რეფორმას, რომ სურს, მთელი საქართველო დაავალდებულოს საარჩევნო ყუთთან მივიდეს, გაუგებარია. რატომ აკავშირებს ის ამ ორ საკითხს. ესეც არის ის, რომ “ნაცმოძრაობის” თამაში ითამაშო.
ოპოზიციისთვის არჩევნების პერსპექტივა ძალიან ცუდად გამოიყურება, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს გვინდა არჩევნების გადადება. სინამდვილეში თვითონ უნდათ, რომ უფრო დამძიმდეს ვითარება, ნეგატივი უნდათ, უნდათ – საავადმყოფოები გადაივსოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.