საქართველოს წიაღისეულის აღწერაში აშშ დაეხმარება

აშშ საქართველოს წიაღისეულის აღწერაში დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში. ის ჩვენს მინერალურ რესურსს, წიაღისეულს დეტალურად აღწერს. მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ, აშშ – ის დახმარებით, გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და, მათ შორის, აშშ-დან”, – აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, შეთანხმება მალე გაფორმდება და ამ ეტაპზე მუშაობა დეტალებზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები