პორტუგალიაში საკარანტინე ზომები ისევ გაამკაცრეს

ლისაბონში, ასევე, ქალაქის მიმდებარე რეგიონში საკარანტინე ზომები ისევ გამკაცრდა.

კერძოდ, მაღაზიებსა და კაფეებს საღამოს 20:00 საათიდან მუშაობა ეკრძალებათ.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ანტონიუ კოშტუმ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია 15 რაიონზე, სადაც 23 ივნისიდან გარკვეულ საქმიანობებზე შეზღუდვები დაწესდება.

გარდა ამისა, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.

21 მაისიდან 21 ივნისის პერიოდში პორტუგალიაში ინფიცირებულთა რიცხვი 9 222-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით 39 392 არის ინფიცირებული, 1 534 ლეტალური შემთხვევაა და 25 548 განკურნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები