ქართულ ავიაბაზარზე შესაძლოა, მალე ესპანური ავიაკომპანია – Air Europa გამოჩნდეს
როგორც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” ექსკლუზიურად განაცხადა, მადრიდი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნით ესპანური მხარე აქტიურად ინტერესდება.
ილია გიორგაძის თქმით, მადრიდიდან თბილისისკენ პირდაპირი რეისების შესრულებაზე იმსჯელებენ ესპანეთის ტურიზმის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, როდესაც ესპანეთის დელეგაცია ივლისის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა.
“ერთერთი საკითხი, რაზეც ტრანსპორტის მინისტრი ისაუბრებს ნათია თურნავასთან, იქნება ესპანური ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსავლა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია, კერძოდ, ეს, სავარაუდოდ, იქნება Air Europa. განხილვის ერთერთი თემა ნათია თურნავასთან იქნება პირდაპირი რეისების დანიშვნა მადრიდიდან თბილისში”, – განაცხადა ილია გიორგაძემ.