ტრამპმა გრინ-ქარდებისა და სამუშაო ვიზების გაცემა წლის ბოლომდე შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზოგიერთი ვიზის გაცემა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზეა ნათქვამი.
კერძოდ, წლის ბოლომდე ჩერდება გრინ-ქარდებისა და სამუშაო ვიზების გაცემა.
“პრეზიდენტი ტრამპი წლის ბოლომდე აგრძელებს პაუზას ვიზების გაცემაზე, რომ მოხდეს კორონავირუსის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის პროცესში ამერიკელების სამუშაო ადგილების პირველ ადგილზე დაყენება”, – ნათქვამია განცხადებაში.
თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ ტრამპის განკარგულება შესაძლოა, 31 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდეს.