საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 768 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის 911 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები