საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოსთანამშრომლების მიერ 15-22ივნისს მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამურად, 5,347 კოლოფი სიგარეტი და 36 კგ. თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სახელმწიფო საკუთრებაში იქნა მიქცეული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები