საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო: თბილისის სავიზო სააპლიკაციო ცენტრი 29 ივნისიდან მუშაობას განაახლებს

“თბილისის სავიზო სააპლიკაციო ცენტრი 29 ივნისიდან მუშაობას განაახლებს”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

“თბილისში არსებული სავიზო სააპლიკაციო ცენტრი მუშაობას 29 ივნისიდან განაახლებს. ცენტრის მუშაობის გრაფიკი შეგიძლიათ, ნახოთ მათ ვებგვერდზე: https://pos.tlscontact.com/tbs_en/index.php

თუ გსურთ ახალი სავიზო განაცხადის შევსება და განთავსება, ასევე, ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა, შესაბამისი ონლაინრესურსი უკვე ფუნქციონირებს.

თუ თქვენ უკვე გაკეთებული გაქვთ სავიზო განაცხადი და პასუხს ელოდებით გაერთიანებული სამეფოს სავიზო და საიმიგრაციო სამსახურიდან, ცენტრის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ, რათა ცენტრში ვიზიტი დაგეგმოთ.

ცენტრში ვიზიტისას საჭირო იქნება კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის, ტემპერატურის გაზომვა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ, პანდემიიდან გამომდინარე, 8 ივნისიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლისას ახალი წესები მოქმედებს. https://www.gov.uk/uk-border-control.

სრული ინფორმაცია, საჭირო ბმულები, სავიზო ფორმები და ა.შ. იხილეთ სავიზო სააპლიკაციო ცენტრის გვერდზე: https://pos.tlscontact.com/tbs_en/index.php

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო არ გასცემს დიდი ბრიტანეთის ვიზებს და არ იძლევა კონსულტაციებს ვიზებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები