სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 20 588 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 360 ლეტალური შემთხვევაა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 9 131 შეადგენს, მკურნალობას 10980 პაციენტი აგრძელებს.

სულ რესპუბლიკაში კორონავირუსზე ​96 843 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები